მოდულის შეჯამება
ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლებამ შესაძლებლობა მომცა სასწავლო აქტივობები გავხადო უფრო მრავალფეროვანი და მაღალი სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული რომელიც მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი აქტივობის საწინდარია.ტრენინგის პირველ მოდულში შევისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, შევადგინო სრულყოფილი სასწავლო გეგმა და როგორ ჩამოუყალიბო მოსწავლეებს 21 საუკუნის უნარ-ჩვევები. სიახლე იყო ჩემთვის ელექტრონული სახელმძრვანელოს მოხმარების წესების შესწავლა ასევე სრულფასოვანი პორთფოლიოს საქაღალდის წარმოება.სიახლე იყო "ჩეკ ლისტების", გამოყენება,რომელიც ორგანიზების და პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის საშუალებას იძლეოდა.
მეორე მოდულში გავხსენით ჩვენი საქაღალდე რათა ტრენინგის მსვლელობის დროს საჭირო მასალები შევინახოთ.ვისწავლეთ გუგლ დრაივის გამოყენება და შევქმენით ბლოგი იმისათვის რომ ჩემი შექმნილი რესურსები და ნამუშევრები გაგვეზიარებინა სხვებისათვის.ვნახეთ სასწავლო პროექტების გეგმების ნიმუშები.დავათვალიერეთ ესგ-ის პორტალი საიდანაც სტანდარტით ვიხელმძღვანელე და საჭირო ინფორმაცია გადმოვიტანე.ჩამოვაყალიბე
მიმართულების მიმცემი საკვანზო საკითხები და მოვიკვლიე
შეფასების ინსტრუმენტები.ვიმუშავე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.
მესამე მოდულში გამოვიყენეთ
ინტერნეტრესურსები სწავლა სწავლების პროცესში.ასევე როგორ უნდა მივიღოთ ეფექტური
უკუკავშირი პორტფოლიოზე.გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას მისი
გამოყენების თვალსაზრისით.ვისწავლეთ ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება
პროექტის იდეების გაზიარებისათვის.
მეოთხე მოდულში შევადგინეთ სასწავლო ნიმუშები მოსწავლის თვალთახედვით.შევარჩიე
სტრატეგიები და პროცედუტებისა და ნამუშევრების მონახაზები. გავიხსენეთ მიმართულების
მიმცემი შეკითხვები
ვიმსჯელე,გავაანალიზე
და გადავედი
აქტივობა 3-ზე
სადაც შეფასების
სხვადასხვა მეთოდი
განვიხილე.შევისწავლე
შსეფასების 5 სტრატეგია
რომელიც პროექტზე
მუშაობის დროს
აუცილებელი და
ყველაზე მნიშვნელოვნია.კერძოდ მოსწავლეთა წინარე
ცოდნისა და
საჭიროებების შეფასება,
რომელიც გულისხმობს, რომ სწავლების
პროცესი არასწორი
შეხედულებების გამოსწორებისა და რელევანტური გამოცდილების
გაძლიერებისაკენ როგორ მივმართო.
გავეცანი ცხრილებს,რომელიც მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად გამოიყენება. ასევე მოცემული იყო ბმულები რითაც ვიხელმძღვანელებთ. სტრატეგია თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეებში თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარების წასახალისებლად გამომადგება.
ასევე მნიშვნელოვანი იყო პროგრესის მონიტორინგი რომელსაც მაგ: ჩეკ ლისტების საშუალებით განვახორციელებ.ასევე გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისების სტრატეგიის არასტრუქრურირებული გამოკითხვის მეთოდით ვიხელმძღვანელე ჩემ პროექტში.
გავეცანი ცხრილებს,რომელიც მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად გამოიყენება. ასევე მოცემული იყო ბმულები რითაც ვიხელმძღვანელებთ. სტრატეგია თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეებში თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარების წასახალისებლად გამომადგება.
ასევე მნიშვნელოვანი იყო პროგრესის მონიტორინგი რომელსაც მაგ: ჩეკ ლისტების საშუალებით განვახორციელებ.ასევე გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისების სტრატეგიის არასტრუქრურირებული გამოკითხვის მეთოდით ვიხელმძღვანელე ჩემ პროექტში.
მეხუთე მოდულში შევაფასე მოსწავლეთა პროექტები.განმავითარებელი
და განმსაზღვრელი შეფასებები.განვიხილე შეფასების პროცესში მოსწავლეების
ჩართვასთან დაკავშირებული სირთულეები და მოვიძიე მათი დაძლევის გზები.
მეექვსე მოდულში გავაანალიზე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების კონკრეტული გამოყენების აუცილებლობა, განვიხილე კოლეგების
პროექტები, გვქონდა დროული უკუკავშირები, ვისაუბრეთ საკითხზე, როგორ დაეხმარება ინტერნეტის გამოყენება სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და დაწერაში.
ვნახეთ და დავათვალიერეთ ერთმანეთის მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები და დავგეგემე მომავალში მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის სქემა.
ბოლოს გვქონდა მსჯელობა საკითხზე, " ფასილიტაცია".
ვნახეთ და დავათვალიერეთ ერთმანეთის მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები და დავგეგემე მომავალში მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის სქემა.
ბოლოს გვქონდა მსჯელობა საკითხზე, " ფასილიტაცია".
ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები მოცემულ კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოზე
მეშვიდე მოდულში
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ვერსიები, განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები.
ვიმუშავეთ შეფასების გეგმებზე. შევქმენი შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის.
ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები.ვიმსჯელეთ, როგორ
შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები
ყველა ტიპის მოსწავლისთვის.განვიხილეთ, როგორ
გამოვიყენოთ კითხვების დასმის
სხვადასხვა ტექნიკა.შევქმენით პრეზენტაციები, დოკუმენტები, ცხრილები და ვებრესურსები, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები.შევქმენი მასალები.მოდიფიცირება გავუკეთე სასწავლო პროექტის გეგმას. განვსაზღვრეთ პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური რესურსების წყაროები
მასწავლებლებისთვის.
მერვე მოდულში ვისაუბრეთ სსსმ
მოსწავლეთა საჭიროებებზე და მათ ჩართულობაზე საგაკვეთილო პროცესში.ასევე
არაქართულენოვანი მოსწავლეების ჩართულობა პროექტებში. შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები.
ვიმუშავეთ ჩვენ
საქაღალდეებში, დავახარისხეთ ინფორმაციები, ავტვირთე მოსწავლის ნაშრომი და მასწავლებლის/ჩემი
პრეზენტაცია ჩემ ბლოგზე.
მაკა ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო თქვენთან ერთად მუშაობა, ხართ კომუნიკაბელური და მეგობრული, რაც მიადვილებდა დროული უკუკავშირის მიღებას,აუცილებლად გავაგრძელებ თქვენთან საქმიან თანამშრომლობას პედაგოგიური პრაქტიკის გასაზიარებლად.
ReplyDeleteდიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის.მეც იგივეს ვიტყოდი თქვენზე.
ReplyDelete