ტრენინგის 4 დღე
დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო და დატვირთული იყო.გავიხსენეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები ვიმსჯელეთ,გავაანალიზეთ და გადავედით აქტივობა 3-ზე სადაც შეფასების სხვადასხვა მეთოდი განვიხილეთ.შევისწავლეთ შსეფასების 5 სტრატეგია რომელიც პროექტზე მუშაობის დროს აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვნია.კერძოდ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასება, რომელიც გულისხმობს რომ სწავლების პროცესი არასწორი შეხედულებების გამოსწორებისა და რელევანტური გამოცდილების გაძლიერებისაკენ მივმართო.
გავეცანით ცხრილებს,რომელიც მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად გამოიყენება. ასევე მოცემული იყო ბმულები რითაც ვიხელმძღვანელებთ. სტრატეგია თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეებში თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარების წასახალისებლად გამომადგება.
ასევე მნიშვნელოვანი იყო პროგრესის მონიტორინგი რომელსაც მაგ: ჩეკ ლისტების საშუალებით განვახორციელებ.ასევე გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისების სტრატეგიის არასტრუქრურირებული გამოკითხვის მეთოდით ვიხელმძღვანელებ ჩემ პროექტში.და ბოლოს გაგებისა და დემონსტრირების სტრატეგიას მეთოდი პროდუქტები აქტიურად გამოვიყენებ.
მაკა, მოხარული ვარ თქვენთან თანამშრომლობით. გისურვებთ წარმატებებს.
ReplyDelete