Sunday, September 22, 2019

ტრენინგის 7 დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე დატვირთული იყო როგორც თეორიული მასალით, ისე პრაქტიკული დავალებებით.
ტრენინგზე ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ვერსიები, განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები.
ვიმუშავეთ შეფასების გეგმებზე. შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის.
        ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები.
ვიმსჯელეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.
მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის.
განვიხილეთ, როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა.
შევქმენით პრეზენტაციები, დოკუმენტები, ცხრილები და ვებრესურსები, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
        დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები.
შევქმენი მასალები.
მოდიფიცირება გავუკეთე სასწავლო პროექტის გეგმას.
       განვსაზღვრეთ პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური რესურსების წყაროებს მასწავლებლებისთვის.

No comments:

Post a Comment