ტრენინგის 1-2 დღე
ტრენინგის პირველი დღე იყო საინტერესო . სიახლე იყო ჩემთვის ელექტრონული სახელმძრვანელოს მოხმარების წესების შესწავლა ასევე სრულფასოვანი პორთფოლიოს საქაღალდის წარმოება.სიახლე იყო "ჩეკ ლისტი",რომელიც ორგანიზების და პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის საშუალებას მომცემს.ყოველთვის მინდოდა პროექტის განხორციელება და ამ ტრენინგით გავიღრმავებ ცოდნას ასევე რას მოითხოვს კარგი პროექტი,რა მიზნებსა და შედეგებზე უნდა გადიოდეს ის.
ტრენინგის მეორე დღეს გავხსენით ჩვენი საქაღალდე რათა ტრენინგის მსვლელობის დროს საჭირო მასალები შევინახოთ.ვისწავლეთ გუგლ დრაივის გამოყენება და შევქმენით ბლოგი იმისათვის რომ ჩემი შექმნილი რესურსები და ნამუშევრები გავუზიარო სხვებს.ვნახეთ სასწავლო პროექტების გეგმების ნიმუშები.დავათვალიერეთ ესგ-ის პორტალი საიდანაც სტანდარტით ვიხელმძღვანელეთ და საჭირო ინფორმაცია გადმოვიტანე.ასე რომ დღევანდელი დღე ზალიან ნაყოფიერი იყო.
No comments:
Post a Comment